top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხორვატიაში კათოლიკე, მართლმადიდებელი და პროტესტანტი ახალგაზრდების ფორუმი გაიმართა


ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ღვთისმეტყველთა საზაფხულო სკოლა გაიმართა. სტუდენტებისთვის, რომლებიც კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და პროტესტანტულ ღვთისმეტყველებას სწავლობენ, ადრეატიკის ზღვის სანაპიროს უძველეს ქალაქში შეხვედრა მოეწყო. ფორუმის მიზანი სხვადასხვა აღმსარებლობის ქრისტიანსშორის დიალოგის შენების ახალი სივრცეების შექმნა იყო.



საზაფხულო სკოლა ქალაქ დუბროვნიკში 2019 წელს გაიხსნა. მაშინ ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა მეცნიერებისა და კულტურის საბჭო, არქიეპისკოპოსის, მათე უზინიჩის მეთაურობით. ფორუმში ხორვატიიდან, ბოსნია–ჰერცოგოვინადან, სერბეთიდან, სლოვენიიდან და მონტენეგროდან (ჩერნოგორიე) საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები და ასპირანტები მონაწილეობდნენ.


მიმდინარე წელს, დუბროვსკის სასულიერო სემინარიის ბაზაზე კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული ღვთისმეტყველების შემსწავლელი სკოლების ორმოცამდე სტუდენტი, ევროპისა და ამერიკის ცნობილ პროფესორებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო: “რწმენა და პოლიტიკა. ქრისტიანები პოლიტიკურ სივრცეებში”.


“ჩვენი შეხვედრა ლექციის უბრალო პასიური მოსმენა არ არის, იგი ცოცხალი დისკუსიაა ეკლესიებსა და საზოგადოებას შორის არსებული ურთიერთობების საკითხში”, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა უზინიჩმა „ვატიკან ნიუსთან“ საუბრისას.


მისივე აზრით, საჯარო სივრცეებში უამრავი კონტენტი არსებობს, თუმცა დიალოგი ძალიან ცოტაა.


“ბევრი პრობლემის მოგვარებათვის საკმარისი არ არის აზების გაცვლა, არამედ აუცილებელია პიროვნებათაშორისი ურთიერთობების დამყარება“, – ამბობს იერარქი, რომელიც 2011–2020 წლებში დუბროვნიცკის ეპარქიის სამოციქულო ადმინისტრატორი იყო და ამჟამად არქიეპისკოპოს რეიკის დამხმარეა.


„ჩვენ, ჩვენი საღვთისმეტყველო სკოლის მეშვეობით გვსურს მომავალ ღვთისმეტყველებს გავაგებინოთ, რომ აზრების პლურალიზმი და თავისუფალი საღვთისმეტყველო მსჯელობები ჩვენი მტრები არ არის, არამედ ესაა რესურსი, რომელიც დაგვეხმარება შევთავაზოთ სამყაროს ქრისტიანული პასუხი სახარების ნათელში. ამიტომაც ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანული სამყაროს სხვადასხვა აღმსარებლობის ღვთისმეტყველებს, სადაც რელიგია პოლიტიკა და ეროვნული საკითხები მუდმივად კვეთს ერთმანეთს უფრო სამართლიანი, გახსნილი და ჰუმანური ქრისტიანული და ეროვნული საზოგადოების შენებაში“.


იერარქმა მაგალითისთვის მოიყვანა იესოს ქადაგება მთაზე, როგორც ცენტრალური ასპექტი, რომელიც თავის მხრივ არის ნიმუში და სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა მოექცე ხვებსა და გარშემომყოფებს. ღვთისმეტველების დავალება კი არ არის განსხვავებული აზრების მქონე ადამიანების ხმების ჩახშობა, არამედ უნდა დარჩნენ იესოს ხმის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველნი კარიერის სხვადასხვა საფეხურზე. იმისათვის, რომ ჩვენს საერთო ქრისტანულ საზოგადოებაში ეს მოხდეს, უნდა შევწყვიტოთ მრავალფეროვნების, როგორც საფრთხისა და ხიფათის ჭრილში განხილვა.


წყარო: https://sib-catholic.ru


შოთა გიქოშვილი
bottom of page