top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხშირად დასმული კითხვები პაპ ბენედიქტე XVI-ს შესახებ


28 დეკემბერს წმინდა საყდრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ემერიტუსი პაპის ბენედიქტე XVI-ს მდგომარეობა გაუარესდა და ის ვატიკანის ერთ–ერთ მონასტერში, თავის რეზიდენციაში სამედიცინო დახმარებას იღებს.



95 წლის გადამდგარი პაპისთვის ლოცვა ითხოვა მოქმედმა პაპმა ფრანცისკემ. განახლდა ინტერესი ემერიტუსი პაპის ცხოვრებისა და პონტიფიკატის დეტალების მიმართ.


გთავაზობთ პასუხებს, ბენედიქტე XVI-ის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე:


რამდენი წლის განმავლობაში იყო ბენედიქტე პაპი?

ის პაპი იყო რვა წლის განმავლობაში: 2005 წლის 19 აპრილიდან 2013 წლის 11 თებერვლამდე.


როდის და რატომ გადადგა ბენედიქტე?

ბენედიქტემ პაპის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2013 წლის 11 თებერვალს განაცხადა. მაშინ მან განმარტა, რომ ხანდაზმულობის გამო აღარ ჰქონდა ძალა სათანადოდ განეხორციელებინა მოვალეობა.


რატომ ვამბობთ მასზე „ემერიტუსი პაპი“?

„ემერიტუსი“ არის ტიტული, იმ პონტიფექსისა, რომელიც თავისი ნებით გადაწყვეტს პაპის მსახურებიდან გადადგომას. ვამბობთ: ემერიტუსი პაპი ან რომის ემერიტუსი ეპისკოპოსი.


ამჟამად სად ცხოვრობს პაპი ბენედიქტე XVI?

პაპი ბენედიქტე XVI ვატიკანის მონასტერში Mater Ecclesiae-ში ცხოვრობს. იგი მდებარეობს ვატიკანის ბაღებში, ვატიკანის გორაზე.


რამდენი წლისაა პაპი ბენედიქტე?

იგი 95 წლისაა.


საიდან არის ბენედიქტე?

ბენედიქტე დაიბადა სამხრეთ გერმანიაში, ბავარიის ქალაქ მარკტლში.


რამდენად ხშირად მოგზაურობ და იგი სხვადასხვა ქვეყანაში?

პონტიფიკატობის პერიოდში ბენედიქტე ეწვია ექვსი კონტინენტის 24 ქვეყანას. ანტარქტიდა იყო ერთადერთი კონტინენტი, რომელზედაც პაპად ყოფნის დროს ბენედიქტეს არ უმოგზაურია.


ჰყავდა თუ არა ბენედიქტეს და-ძმა?

დიახ. სამი და-ძმიდან ბენედიქტე უმცროსი იყო. მისი და და ძმა იყვნენ: ჯორჯ და მარია რაცინგერები. ორივე გარდაცვლილია. ჯორჯი, რომელიც 2020 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა, მღვდელი იყო.


პაპად გახდომის შემდეგ, რატომ მიიღო მან სახელად ბენედიქტე XVI?

პაპად არჩევის შემდეგ, მან სახელად ბენედიქტე XVI შეარჩია, წმინდა ბენედიქტე ნურსიელის ხსოვნის საფუძველზე. ეს იყო კაცი, რომელმაც ბენედიქტეს ორდენი დააარსა და დასავლეთის მფარველ წმინდანად ითვლება. ასევე სახელი შეარჩია, როგორც „პატივცემულ პაპ, ბენედიქტე XV–სთან კავშირისთვის, რომელიც ეკლესიას პირველი მსოფლიო ომის მღელვარე პერიოდში ხელმძღვანელობდა“.


მართალია, რომ ბენედიქტე ნაცისტური არმიის წევრი იყო?

მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ნაცისტებს მხარს არ უჭერდა, 16 წლის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჯოზეფ რაცინგერი იძულებით წაიყვანეს გერმანიის ჯარში. მას არასდროს უნახავს ბრძოლა. 1945 წელს ის დეზერტირი გახდა და აშშ-ს ჯარებმა სამხედრო ტყვედ აიყვანეს.


ნამდვილად უყვარს ბენედიქტეს კატები?

დიახ, ბენედიქტეს უყვარს კატები და პაპობის პერიოდში მას ორი შინაური ცხოველი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო უსახლკარო კატა, რომელიც რომში იპოვა.


მართალია, რომ ლუდიც უყვარს?

დიახ. Weideneder Brau Vertriebs GmbH, ერთი ოჯახის საკუთრებაში არსებული ლუდსახარშია გერმანიის ქალაქ ტანში. აქ შეიქმნა სპეციალური ლუდი სახელწოდებით Pabstbier (პაპის ლუდი). ეტიკეტზე აწერია: „ეძღვნება ჩვენი ქვეყნის დიდ შვილს, პაპ ბენედიქტე XVI-ს“.


რამდენ ენაზე საუბრობს ბენედიქტე?

ემერიტუსმა პაპმა თავისუფლად იცის ცხრა ენა: გერმანული, იტალიური, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური, ლათინური, ძველი ბერძნული და ბიბლიური ებრაული.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page