top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საზაფხულო ბანაკებისთვის ანიმატორთა მომზადება დაიწყო


კათოლიკე ეკლესიაში საზაფხულო საბავშვო ბანაკებისთვის მზადება დაწყებულია. სამრევლოებიდან შეირჩნენ ანიმატორობის მსურველი ახალგაზრდები, რომლებიც ბანაკებში მცირეწლოვნებს კურატორობას გაუწევენ.



30 აპრილს, მესხეთში ანიმატორობის მსურველთა შეხვედრა გაიმართა. ახალციხეში, კაპუცინ ძმათა სახლში, შეხვედრას ვალისა და არლის ეკლესიების მოძღვრები, მამა მიხეილ სურმავა და მამა ბექა ჩილინგარაშვილი გაუძღვნენ.


მომავალ ანიმატორებთან ერთად, დისკუსიის რეჟიმში განხილული იყო ბანაკების თავისებურებები, მცირეწლოვნებთან მოქცევის კრიტერიუმები, გასართობი პროგრამები.


ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს, საზაფხულო ბანაკები შერეული მოდელით დაიგეგმა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაკი რამდენიმე ეტაპად გაიმართება და თითოეული ჯგუფში ბავშვები სხვადასხვა სამრევლოებიდან იქნებიან შერჩეული.


“ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის ანიმატორების მიზანი, როგორი უნდა იყოს კარგი ანიმატორი, სად შეიძლება ბანაკის დაგეგმვა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ერთმანეთში გავცვალეთ აზრები და გამოცდილი ანიმატორებისგან გავიგე უფრო მეტი, რაც დამეხმარება განვითარებაში“, – ამბობს თამთა თათოშვილი.



საბავშვო, საზაფხულო ბანაკები კათოლიკე ეკლესიაში ყოველ წელს იმართება. მის ფარგლებში, სამრევლოს მცირეწლოვან ბავშვებს ერთობლივი აქტივობები აქვთ.

გამონაკლისს წარმოადგენდა გასული ორი წელი, როცა პანდემიის გამო, საბავშვო ბანაკები არ გამართულა.



მედეა ხითარიშვილი

Comments


bottom of page