top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ახალგაზრდობის მსოფლიო დღე

Updated: Jun 3, 2020

კორნავირუსისგამო, პაპმა ‘ახალგაზრდობისმსოფლიოდღე’ და ‘ოჯახებისშეხვედრა’ გადადო

კორნავირუსის გამო, პაპმა ‘ახალგაზრდობის მსოფლიო დღე’ და ‘ოჯახების შეხვედრა’ გადადო. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მატეო ბრუნის, 20 აპრილის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახალგაზრდობის მსოფლიო დღემ“, რომელიც 2022 წლის აგვისტოში, პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში უნდა გამართულიყო, 2023 წლის აგვისტომდე გადაიწია. რაც შეეხება „ოჯახების მსოფლიო შეხვედრას“, ის რომში, 2021 წლის ივნისში იყო დაგეგმილი, ცვლილებების მიხედვით კი, 2022 წლის ივნისში გაიმართება. მატეო ბრუნის თქმით, გლობალური შეკრებების თარიღების გადატანის შესახებ, რომის პაპმა ფრანცისკემ გადაწყვეტილება მიიღო “ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და იმ შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც ახალგაზრდებისა და ოჯახების მოგზაურობით და მათი შეხვედრებით იქნება გამოწვეული“. ახალგაზრდობის მსოფლიო დღე (მად), რომელიც, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლოს, 2019 წლის იანვარში, პანამაში გაიმართა. რაც შეეხებათ ქართველ ახალგაზრდებს, ამ შეხვედრაზე ბოლოს საქართველოდან 40 ახალგაზრდა პოლონეთში, 2016 წელს იმყოფებოდა.

Comments


bottom of page