top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მატეო ფარინას გმირობის შესახებ

Updated: Jun 5, 2020

პაპმა ფრანცისკემ დაადგინა დეკრეტი ღვთისმსახურ მატეო ფარინას გმირობის შესახებ, რომელიც 2009 წელს ზალედვეში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.



პაპმა ფრანცისკემ დაადგინა დეკრეტი ღვთისმსახურ მატეო ფარინას გმირობის შესახებ, რომელიც 2009 წელს ზალედვეში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

იგი დაიბადა 1990 წელს, 2000 წელს მიიღო ზიარება 2003 წელს კი მირონცხების საიდუმლო. გამოირჩეოდა თავისი ღვთისმოსაობითა და განმსჭვავლული იყო წმ.მამა პიოსა და წმ.ფრანცისკე ასიზელის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით. პირველ ზიარებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაესიზმრა წმ. მამა პიო, რომელიც მოუწოდებდა ესაუბრა სახარების შეასახებ თავის თანატოლებთან. მას შემდეგ იგი დაუღლელად საუბრობდა ღმერთზე და მის სიყვარულზე. სურდა ყოფილიყო ღმერთის საიდუმლო აგენტი მოზრდილებსა და მეგობრებს შორის. იგი უკრავდა მუსიკალურ ჯგუფში და ჰყავდა მეგობარი გოგონა. მისი ცხოვრება კი მოულოდნელად შეცვალა 2003 წელს მისმა დიაგნოზმა, თავის ტვინის სიმსივნემ, მას მერე დაიწყო ბრძოლა მისი სიცოცხლისათვის, გადაიტანა მძიმე ოპერაცია და რამდენიმე ქიმიოთერაპია, მისი მგომარეობა კი გაუარესდა წმ. იოანე პავლე მეორის სიკვდილის დღეს, რომელიც ძალიან განიცადა. უკანასკენლად წმინდა ზიარება მიიღო 2009 წლის 13 აპრილს, ხოლო 24 აპრილს გარდაიცვალა.

მისი ნეტარად შერაცხვის პროცესი დაიწყო 2016 წელს, გამოკვლეულ იქნა ყველა სასწაული, რომელიც მისი შუამდგობლობით აღსრულდა 2018 წლიდან დღემდე. პაპის დეკრეტის გამოსვლიდან მისი გმირობის შესახებ, შეიძლება მათეო აღიარებულ იქნას როგოც ღმერთის ღირსეული მსახური.

bottom of page