top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ვიზიტი სომხეთში


საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.



ეპისკოპოსი „მარიამის ლეგიონის“ დაარსების 100 წლის იუბილესადმი ძიღვნილ ღონისძიებას დაესწრო. იუბილის აღსანიშნავად, ეპისკოპოსმა წმ. წირვა სომხეთში ლათინ კათოლიკეთა ერთადერთ მღვდელთან, მამა სიმონ ბერნარდო დე ნარდოსთან ერთად აღავლინა.


„მარიამის ლეგიონის“ 100 წლის იუბილე მეხითარისტთა ორდენის სემინარიაში გაიმართა.


სომხეთში ლეგიონმა მუშაობა 2008 წლიდან დაიწყო. მასში 60 საერო პირია გაერთიანებული.


„მარიამის ლეგიონი“ 1921 წელს დუბლინში ფრანკ დუფის მიერ (†1980) დაარსებული საეროთა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ადამიანის პიროვნული განწმედა და ევანგელიზაციაა.


ამჟამად ორგანიზაცია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.


პაპებმა პიუს XI-მ, პიუს XII-მ და იოანე XXIII-მ მნიშვნელოვანი შეფასება მისცეს ლეგიონის საქმიანობას.

ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა ლეგიონის საბჭო (Concilium Legionis), რომელსაც ექვემდებარება სენატი, კომიტეტები, კურიები და დირექტორები.


ცალკეულ ჯგუფთა ყოველკვირეული შეკრებები ლოცვასა და სასულიერო საკითხავს ეყრდნობა.



კოტე აკოფაშვილი


bottom of page