top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მკითხველთა, მინისტრანტთა და მგალობელთათვის საერთო შეხვედრა გაიმართება

კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციაში არსებული ლიტურგიული კომისიის ინიციატივით, 28- 30 აგვისტოს, წეროვანში დაგეგმილია საერთო შეხვედრა: ლიტურგიებზე საკითხავების მკითხველების, მინისტრანტების, მგალობლების, დირიჟორებისა და მუსიკოსებისათვის.

ფოტო: 2022/ მინისტრანტთა შეხვედრა
ფოტო: 2022/ მინისტრანტთა შეხვედრა

„ამით დასრულდება ის გზა, რომელიც დაიწყო წლევანდელ წმიდა წელს ლიტურგიაზე შედგენილი კითხვარით და გაგრძელდა სამრევლოებსა და დეკანატებში“, – წერია კომისიის მიერ გავრცელებულ წერილში.


ლიტურგიაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების ფორმაციულ შეხვედრებს კომისიის თითო წევრი უხელმძღვანელებს:


მკითხველთა ჯგუფი –  ხელმძღვანელი მამა პაატა ქომოშვილი; 

მინისტრანტთა ჯგუფი –  ხელმძღვანელი მამა ბექა ჩილინგარაშვილი;

საეკლესიო მგალობელთა ჯგუფი –  ხელმძღვანელი მამა გაბრიელე ბრაგანტინი. 


შეხვედრაზე იქნება როგორც ცალკეულ ჯგუფებში დიფერენცირებული მუშაობა, ასევე  გამაერთიანებელი მონაკვეთებიც.


ამავე შეხვედრაზე დაიგეგმება მგალობელთა გუნდების, მკითხველთა და მინისტრანტთა საიუბილეო, ერთობლივი თარიღის აღნიშვნა, რომელიც შესაძლოა 2025 წლის 22 ნოემბერი იყოს.


2025 წლის 31 ივლისამდე, კათოლიკე სასულიერო პირებმა კომისიას უნდა გაუგზავნონ მონაცემები  – მონაწილეთა სარეგისტრაციო ფორმები, სადაც მითითებული იქნება  პოზიციები: ვინ არის კონკრეტული პიროვნება – მკითხველი, მინისტრანტი თუ მგალობელი.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა შედგება არანაკლებ 30 მონაწილის დასწრების შემთხვევაში.


ერთი ადამიანისათვის მონაწილეობის გადასახადი იქნება –  20 ლარი;

თითოეულმა მონაწილემ თან უნდა იქონიოს ბიბლია, პირადი ჰიგიენის ნივთები, თეთრეული...


მგზავრობის ხარჯებს  სამოციქულო ადმინისტრაცია გაიღებს.


Comments


bottom of page