top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მღვდელი აკაკი ჭელიძე 'საბაუნის' რექტორის მოადგილედ დაინიშნა

2021 წლის ოქტომბრიდან, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა, ვაჟა ვარდიძემ, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით, დამატებით მოადგილედ მღვდელი აკაკი ჭელიძე დანიშნა.



ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, 2021 წლის 11 ოქტომბრის განცხადების თანახმად, მღვდელი აკაკი ჭელიძე, რომელიც ამავდროულად, სოფლების ხიზაბავრისა და ვარგავის ეკლესიების წინამძღვარი და სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგეა, უნივერსიტეტში დამატებითი მოადგილის პოზიციას დაიკავებს.


"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ცხოვრებასა და მმართველობაში ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის სიახლოვისა და მხარში დგომის გამოსახატად, გასაძლიერებლად და გასავითარებლად, მისი ყოვლად უსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით რექტორმა ვაჟა ვარდიძემ დანიშნა რექტორის დამატებით მოადგილედ მღვ. აკაკი ჭელიძე mi", – წერია განცხადებაში.


აქვე აღნიშნულია, რომ სასულიერო პირი შეინარჩუნებს აქამდე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას: "მ. აკაკი შეინარჩუნებს უწინდელ ვალდებულებებს და პოსტებს, და ამავდროულად სტაბილური სახით მიიღებს მონაწილეობას, გარკვეული დღეების განმავლობაში, უნივერსიტეტის კონკრეტულ ცხოვრებაში. ვუსურვებთ მას წარმატებას მსახურებაში და ენერგიასა და ჯანმრთელობას".


წერილს ხელს აწერს ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.



სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, იგივე „საბაუნი“, როგორც მას მოიხსენიებენ, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოსა და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ინიციატივით, 2001 წელს დაფუძნდა. მაშინ იგი სულხან-საბა ორბელიანის ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი იყო, სადაც მხოლოდ ერთი, თეოლოგიის ფაკულტეტი არსებობდა და ქრისტიანული თეოლოგია ისწავლებოდა.



ვრცლად უნივერსიტეტის შესახებ წაიკითხეთ – როგორ დააარსა კათოლიკეთა ჯგუფმა უნივერსიტეტი


catholic.ge
bottom of page