top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნიკარაგუელი პატიმარი ეპისკოპოსი, ნობელის პრემიაზე წარადგინეს

10 აგვისტოს, კოსტა–რიკას ექვსმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ნორვეგიის ნობელის პრემიის კომიტეტს თხოვნით მიმართა, რათა მშვიდობის დარგში ნობელის ჯილდო გადაეცეს ეპისკოპოსს რონალდ ალვარესს, რომელიც ნიკარაგუაში, პატიმრობაში იმყოფება.

ნობელის პრემიის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერდა1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ოსკარ არეასი, ასევე სალვადორის, ნიკარაგუას, გვატემალისა და ჰონდურასის პრეზიდენტებიც.


ეპისკოპოს ალვარესთან ერთად, ამავე ჯილდოს კანდიდატობაზე წარდგენილია ეპისკოპოსი სილვიო ხოსე ბეაცაც, რომელიც აშშ-ში განდევნეს დაამჟამად თანამემამულეების უფლებებს იცავს.


მატაგაპლის პროვინციის ეპისკოპოსი, ალვარესი პოლიციამ 2022 წლის აგვისტოში დააკავა. სასამართლომ მას ბრალი დასდო შეთქმულებასა და ყალბი წერილების გავრცელებაში. იერარქი ღიად აკრიტიკებდა ეკლესიის თავისუფლების შეზღუდვას და ღიად უპირისპირდებოდა ორტეგას მემარცხენე რეჟიმს. ურთიერთობა კათოლიკე ეკლესიასა და ნიკარაგუას ხელისუფლებას შორის, ჩიხში შევიდა 2018 წლიდან,მას შემდეგ, რაც მანიფესტანტებმა მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ტაძრებს თავი შეაფარეს. მაშინ, ორტეგამ კათოლიკური ეკლესია მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. მან ქვეყნიდან ჯერ სამოციქულო ნუნციუსი, ვალდემარ სტანისლავ სომერტაგი განდევნა, ხოლო მოგვიანებით, 18 აგვისტოს გულმოწყალების მისიონერთა ორდენის მონაზვნები.


ამავე თემაზე:




წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი


bottom of page