top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს


პაპი ფრანცისკე საზოგადოებას COVID-19– ის წინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მუწოდებს. მისი თქმით, ვაქცინებმა შეიძლება დაასრულოს პანდემია, მაგრამ ამისათვის აცრა ყველამ უნდა გაიკეთოს.




"ღვთის წყალობისა და მრავალი ადამიანის მუშაობით, ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს COVID-19- ისგან",- აცხადებს პაპი ვიდეო გაზავნილში, რომელიც არაკომერციული ამერიკული ჯგუფის, სარეკლამო საბჭოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოალიციის COVID Collaborative- ის სახელით მომზადდა.


”ვაქცინები გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცრა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, – ამბობს პაპი.


ვაქცინები ფართოდ არის გავრცელებული უმდიდრეს ქვეყნებში, მაგრამ უნდობლობა და ყოყმანია ახლად შემუშავებული ვაქცინის მიმართ და ბევრი ადამიანი უარს ამბობს მათ მიღებაზე, რაც მათ განსაკუთრებით დაუცველს ხდის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებასთან.


ამის საპირისპიროდ, ღარიბ ქვეყნებს ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა ვაქცინის დიდ მარაგზე.

სამედიცინო ექსპერტები აცხადებენ, რომ შეიძლება კიდევ უფრო საშიში ვარიანტები განვითარდეს, თუკი ვირუსი არავაქცინირებული ადამიანებში გავრცელებას განაგრძობს.

პაპი ფრანცისკე თავად მარტში აიცრა და მაშინ განაცხადა, რომ ეს იყო ადამიანის ეთიკური ვალდებულება.


„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის. შესაბამისი ორგანოების მიერ ნებადართული ვაქცინების მიღება სიყვარულის აქტია. მე ვლოცულობ ღმერთის მიმართ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს თავისი პატარა სიყვარულის ჟესტის გამოხატვა, რაც უნდა მცირე იყოს ის, სიყვარული ყოველთვის გრანდიოზულია”.


სარეკლამო საბჭოს ინფორმაციით, ეს პაპის პირველი გზავნილია, რომელიც გლობალური აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.


ცნობისთვის, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია.



თაკო ფეიქრიშვილი

catholic.ge

bottom of page