top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რომში, მიმლოცველები ნეტარი კარლო აკუტისისა და პიერ ფრასატის წმინდა ნაწილებს მოინახულებენ

რომში ჩასულ მომლოცველებს შეეძლებათ მოინახულონ ნეტარი კარლო აკუტისის წმიდა ნაწილი და ნეტარი პიერ ფრასატის სხეული.

ree

ორივე მომავალი წმინდანის რელიკვიების მონახულება რომში, 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ახალგაზრდების იუბილეს ფარგლებში იქნება შესაძლებელი.


ამ იუბილეზე ახალგაზრდებს შეეძლებათ ახლოს გაეცნონ თანამედროვე წმინდანთა ცხოვრებას, სიწმინდესა და მაგალითს, ასევე შთაგონება მიიღონ მათგან ქრისტიანული მოწოდების გზაზე.


ამ დღეებში, რომის „სან მარჩელოს ეკლესიაში“ ნეტარ კარლო აკუტისისათვის გაიმართება ლოცვები, საღმრთო ლიტურგიები, შეხვედრები და წმიდა ნაწილების თაყვანისცემა.


როგორც ორგანიზაცია Catholic Christian Outreach იუწყება, მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ ბარათებზე დაწერონ თავიანთი ლოცვითი განზრახვები, რომლებსაც შემდეგ ნეტარ კარლო აკუტისის საფლავზე, იტალიის ქალაქ ასიზში, წაიღებენ.

ree

რაც შეეხება ნეტარ პიერ ჯორჯიო ფრასატის სხეულს, იგი ამჟამად ტურინში განისვენებს, დადგენილ თარიღებში კი ცხედარს, თაყვანისცემისთვის, დროებით გადმოაბრძანებენ რომში, სანტა მარია სოპრა მინერვას ბაზილიკაში — პანთეონის მახლობლად. პროგრამა მოიცავს ქადაგებათა ციკლს და წმიდა წირვებს, რომლებსაც დომინიკელთა ორდენი წარმართავს, რომლის წევრიც ნეტარი ფრასატი იყო.


ნეტარებს – კარლო აკუტისისა და პიერ ჯორჯიო ფრასატის წმინდანად შერაცხავენ 2025 წლის 7 სექტემბერს, ვატიკანში.

ree

ნეტარი კარლო აკუტისი, თინეიჯერი, რომელმაც შექმნა საკვირველთა სასწაულების ონლაინ გამოფენა, თავდაპირველად წმინდანად უნდა შეერაცხათ 2025 წლის 27 აპრილს, მოზარდთა იუბილეს დროს, თუმცა ცერემონია პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გადაიდო. ახალგაზრდების საზაფხულო იუბილეს დროს, პაპი ფრანცისკე ასევე გეგმავდა ნეტარი ფრასატის კანონიზაციასაც.


თაკო ფეიქრიშვილი


Comments


bottom of page