top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რონალდუს ჟესტი – რწმენის მაგალითი თუ პროვოკაცია მუსლიმურ ქვეყანაში

ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ერაყში გოლის გატანის შემდეგ პირჯვარი გადაიწერა. ეს ჟესტი არაფრით გასაკვირი არ იქნებოდა, ისეთ ქვეყანაში რომ არ გაეკეთებინა, სადაც ქრისტიანობის დევნის მაჩვენებელი მაღალია.

2023 წლიდან პორტუგალიელი ფეხბურთელი რონალდუ, საუდის არაბეთში, კლუბ „ალ-ნასარში“ გადავიდა სათამაშოდ და გატანილი გოლით კლუბი არაბეთის ლიგის ნახევარფინალიდან ფინალში გაიყვანა.


საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასარისა“ და ერაყულ კლუბ „ალ-შორთს“ შორის გამართულ მატჩზე, რონალდუმ გოლი გაიტა და საჯაროდ გამოხატა რწმენა – ყველას დასანახად პირჯვარი გამოისახა. მის ამ საქციელში არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა, რომ არა ქვეყანა – ერაყი, სადაც ქრისტიანობა იდევნება.

ორგანიზაცია “Open Doors” - ის თანახმად, სტატისტიკურად, ერაყი ქრისტიანების დევნის მაჩვენებლით მე–18 ადგილზეა, ხოლო საუდის არაბეთი, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ამავე სტატისტიკაში მე–13 ადგილს იკავებს.


დევნის მსოფლიო ინდექსში, ორგანიზაცია “Open Doors” წერს: “საუდის არაბეთში ქრისტიანთა უმრავლესობას წარმოადგენს აზიისა და აფრიკის საშუალო და უფრო ღარიბი ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები. გარდა იმისა, რომ მათი შრომა იქ ძალიან დაბალანაზღაურებადია, ისინი ხშირად აწყდებიან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობასაც, თავიანთი ეთნიკურობის, სოციალური სტატუსისა და რელიგიურობის გამო”.


ქვეყანაში ქრისტიანები საკუთარი რწმენის შესახებ გაბედულად ვერ საუბრობენ, რადგან ღიად აღიარების შემთხვევაში, მათ დეპორტაცია ემუქრებათ.


მუსლიმები, რომლებიც ქრისტიანულად მოინათლნენ, იძულებული არიან დამალონ ქრისტიანულ ეკლესიასთან თავიანთი კუთვნილება. ამის მიუხედავად, საუდის არაბეთში ქრისტიანთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და სატელევიზიო სივრცეებში გაბედულად საუბრობენ ქრისტიანობაზე.


კრიშტიანუ რონალდუს ეს უბრალო ნიშანი შეიძლება საუდის არაბეთსა და ერაყში მყოფი ქრისტიანებისთვის დახმარებაც აღმოჩნდეს, რათა მათ გაბედულად დაამოწმონ თავიანთი რწმენა.

წყარო: pl.aleteia.org

შოთა გიქოშვილი

bottom of page