სომხეთში ლათინ კათოლიკე მრევლისთვის სამრევლო სახლი გაიხსნა
- catholic.ge

- Sep 20, 2021
- 1 min read

19 სექტემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის სახლი ოფიცილურად გახსნა.
სახლი ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გახსნა და აქ მყოფი მრევლისთვის საკვირაო წმ. წირვა აღავლინა.
სომხეთში ლათინური წესის კათოლიკეებს ძირითადად დიპლომატები, სომხეთში მომუშავე უცხოეთის მოქალაქეები და სტუდენტები წარმოადგენენ.
აქ მხოლოდ ერთი ლათინური წესის მღვდელი, მამა სიმონ ბერნარდო დე ნარდო სწირავს.
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ სომხეთში ვიზიტი დაასრულა.
კოტე აკოფაშვილი

































Comments