top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ჩავა თუ არა პაპი ლეონ XIV თურქეთში

პაპმა ლეონ XIV -მ დაადასტურა, რომ ნიკეის კრების 1700 წლისთავის იუბილეზე. თურქეთში, სტამბულთან ახლოს მდებარე ქალაქ იზნიქში ვიზიტს გეგმავს.


2025 წლის 12 მაისს, პავლე VI - ის დარბაზში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა ბედი ელის პაპ ფრანცისკეს უკვე დაგეგმილ ვიზიტს თურქეთში, წმიდა მამამ უპასუხა: "მიმდინარეობს სამზადისი".


კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომეოსმა უკვე გამოთქვა იმედი, რომ ახალი პაპი იზნიქში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.


2025 წლის აპრილში, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა, სამძიმრის ტექსტში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სწორედ ეს ვიზიტი ახსენა. მან თქვა, რომ პაპ ფრანცისკესთან ერთად დაგეგმილი ჰქონდა ამ წელს ერთობლივად მოელოცათ ნიკეა, დღევანდელი იზნიქი, ვინაიდან ნიკეის კრებიდან 1700 წლის იუბილე აღინიშნება.


„2014 წელს, მისი არჩევასა და საზეიმო ცერემონიიდან სულ ერთ წელიწადში, ჩემი ინიციატივით, იერუსალიმში ჩავედით, სადაც უფლის სამარხთან ერთად ვიდექით მუხლებზე და იმ ორ‑სამ დღეში მრავალი შეხვედრა და განხილვა გვქონდა წმიდა მიწაზე. მაშინ ვუთხარი: „თქვენო უწმინდესობავ, რამდენიმე წელიწადში, ჩვენ აღვნიშნავთ ნიკეის I მსოფლიო კრების მოწვევის 1700‑ე წლისთავს. მშვენიერი და  სიმბოლური იქნებოდა, ერთად წავსულიყავით, ამ ისტორიული იუბილეს აღსანიშნავად და გვეზრუნა ჩვენი ძმური ეკლესიების საერთო ბარძიმისკენ მიმავალ გზაზე.“
მან [პაპმა ფრანცისკემ] ენთუზიაზმით მიპასუხა: „შესანიშნავი აზრი და წინადადებაა! თუ კარგად ვიქნებით, ღვთის ნებით, წავიდეთ ერთად ნიკეაში. ხოლო თუ უფალი არ ინებებს და ვერ შევძლებთ, მაშინ – ჩვენი შემცვლელები.“
[....]
„როგორც ვთქვი, არ იყო გამიზნული, რომ ის პირადად მოსულიყო. თუ თავად კარგად ვიქნები, ეკუმენური პატრიარქატი, რა თქმა უნდა, მაინც მოაწყობს რამეს ამ თემასთან დაკავშირებით და არ დაუშვებს, რომ ამ ისტორიულმა თარიღმა შეუმჩნევლად ჩაიაროს. რაც შეეხება კათოლიკური ეკლესიის მონაწილეობას, ეს დამოკიდებული იქნება არჩეული პაპის პიროვნებაზე, მის ხედვებსა და განზრახვებზე — მოისურვებს თუ არა და როდის მოისურვებს ჩვენთან ერთად წავიდეს ნიკეაში (იზნიქში) და ხაზი გაუსვას ამ დიდი წლისთავის მნიშვნელობას, რომელიც ყველაზე დიდი მოვლენაა ქრისტიანობის ისტორიაში“, – თქვა მაშინ მსოფლიო პატრიარქმა.
 შოთა გიქოშვილი

Komentarze


bottom of page