top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"ჩვენი კათოლიკე წინაპრები" – კრებული 6 კათოლიკე საერო პირზე


ფოტო © კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი

„ჩვენი კათოლიკე წინაპრები“– ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ექვს გამორჩულ კათოლიკე წინაპრის ბიოგრაფიული მონაცემებს აერთიანებს. ესენი არიან: იოსებ ოცხელი, პეტრე უმიკაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე მელიქიშვილი, პეტრე ოცხელი და სიმონ ყაუხჩიშვილი.


კრებული ორმა კათოლიკე ახალგაზრდამ კონსტანტინე აკოფაშვილმა და ირაკლი ჯავახიშვილმა შეადგინეს. მის პოპულარიზაციასა და გავრცელებაზე კი „საქართველოს კათოლიკე ახალგარზდების ცენტრი“ იზრუნებს: „ეს პროექტი იქამდე დაიგეგმა, სანამ ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნებოდა. ახლა კი ცენტრი აქტიურად ჩაერთო მის პოპულარიზაციის საქმეში. ჩავალთ ყველა სამრევლოში და გავაცნობთ ახალგაზრდებს ჩვენს გამორჩეულ წინაპრებს. გარდა ამისა, ვგეგმავთ, რომ არაერთი კონკურსი მოვამზადოთ, რაც მათ მიმართ ახალგაზრდების ინტერესს გაზრდის“, – ამბობს კონსტანტინე აკოფაშვილი.


კრებულის დასაბეჭდად პროექტი საქართველოსადა სომხეთში წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციატურამ დააფინანსა: "საქართველო, ოქროს საწმისისმიწა, უძველესი ხალხი და მიწა მდიდარი ისტორიითა და კულტურით, რომელმაც მსოფლიოს მისცა არაერთი საუკეთესო გონება. წინამდებარე სერიაში ირაკლი ჯავახიშვილი და კონსტანტინე აკოფაშვილი წარმოგვიდგენენ თანამედროვე საქართველოს კათოლიკე პიროვნებებს, - მეცნიერების, ლიტერატურის, მუსიკისადა ხელოვნების მემკვიდრეებსა და გადამცემებს, რომლებიც ქართველიერისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ძალზე დიდნაწილს წარმოადგენენ", – წერს წინასიტყვაობაშივატკანის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ჟოზეაველინო ბეტანკური.


კრებულში ერთადაა თავმოყრილი სხვადასხვა ავტორების მიერ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები, აღნიშნული ექვსი კათოლიკე საერო პირის შესახებ.

ფოტო © კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი

bottom of page