top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა საყდრის სადესპანო სააკაშვილთან დაკავშრებით განცხადებას აქვეყნებს

11 ნოემბერს საქართველოს მესამე პეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, თინათინ ბოკუჩავა, საქართველოში წმინდა საყდრის დესპანს, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურსა და ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს შეხვდნენ.



catholic.ge გთავაზობთ საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს განცხადებას:


"ა. წ. 11 ნოემბერს 11:00 საათზე, ქ. თბილისში, წმიდა საყდრის სადესპანოში, წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური შეხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის დედას, ქ-ნ გიული ალასანიას.


ქ-ნ ალასანიას ახლდნენ ბ-ნი გიორგი ჩალაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ქ-ნი თინათინ ბოკუჩავა.


წმინდა საყდრის დესპანს ახლდა კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ადმინისტრატორი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.


შეხვედრის დროს, წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში, პაპი ფრანცისკეს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, მოისმინა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.


ქ-მა ალასანიამ ითხოვა ხელშეწყობა საკითხის ჰუმანიტარული ასპექტის მოგვარების საქმეში. წმიდა საყდრის დესპანმა კვლავაც დაადასტურა ქრისტიანული ტრადიციის, პაპი ფრანცისკესა და წმიდა საყდრის სწავლების ქვაკუთხედის - ადამიანური ღირსების ქრისტიანული პრინციპი, რომლის შესახებაც საუბარი იყო საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ა. წ. 4 ნოემბრის ღია წერილში.


წმიდა საყდრის დესპანმა გამოთქვა გულისწუხილი შექმნილი ვითარების გამო და გამოხატა თავისი ლოცვისმიერი თანადგომა და ქრისტიანული სიახლოვე.

ამავე დროს, დესპანმა გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნული საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად გადაწყდეს.


წმიდა საყდრის სადესპანო და კათოლიკური ეკლესია გულწრფელად უსურვებს ძვირფას ქართველ ერს მშვიდობასა და კეთილდღეობას".


catholic.ge

bottom of page