top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნიკარაგუაში ეპისკოპოსი დააკავეს

ნიკარაგუას დატოვებისა და აშშ-ში დევნილობაში წასვლაზე უარის თქმის გამო, ნიკარაგუას სასამართლომ მატაგალბისა და ესტელის სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს როლანდო ხოსე ალვარეს გალოსას, 26 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


განაჩენი მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ეპისკოპოსმა უარი თქვა ჩამჯდარიყო თვითმფრინავში და დევნილობაში წასულიყო სხვა 222 მღვდელთან, ბერ-მონაზონთან, სემინარისტთან, პოლიტიკურ ოპონენტებთან და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ეპისკოპოსი ქვეყნის მოღალატედ ცნეს და 2046 წლამდე ციხეში გაუშვეს.


ეპისკოპოს როლანდო ხოსე ალვარეს გალოსას ედავებიან ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ასევე ნიკარაგუაში, ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამონგრევის მცდელობას.


სასამართლო პროცესი 15 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა განაჩენი წინასწარ გამოიტანეს. ეპისკოპოსის გარდა ციხეში გაუშვეს ასევე გრანადის ეპარქიის ორი კათოლიკე მღვდელმსახური: მანუელ გარისა და ხოსე ურბინა.


ნიკარაგუას პრეზდენტმა, დანიელ ორტეგამ, ეპისკოპოსის პოზიციას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ იგი ციხეში ტერორიზმის, შეთქმულებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, გასული წლის აგვისტოში დააკავეს, სასამართლომ კი საბოლოო განაჩენი ახლა გამოიტანა.


6 თებერვალს წაყენებული ბრალდება წერილობით დაგმო კარდინალმა, ჟან-კლოდ ჰოლერიხმა. როგორც ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების პრეზიდენტი (COMECE), კარდინალი წერილში აღწერს ნიკარაგუაში არსებულ მდგომარეობას და აცხადებს ევროპის ეპისკოპოსთა თანადგომას ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდევნება. კარდინალმა ასევე დაგმო ქვეყანაში მიმდინარე ისეთი მოვლენებიც დაგმო, როგორებიცაა: “კათოლიკური რადიოსადგურის დახურვა; პოლიციელების მიერ ტაძრების ბლოკირება; რელიგიური თავისუფლებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ა.შ.

ნიკარაგუას ხელისუფლებაში დაინიელ ორტეგას პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, 2007 წლიდან, ხოსე ალვარესი პირველი დაკავებული და გასამართლებული კათოლიკე ეპისკოპოსია.


საქმე ეხება 2022 წლის 19 აგვისტოს ფაქტს, როცა ეპისკოპოსი, მღვდელმსახურები, სემინარიელები და სხვა საერო პირები 15 დღით კურიის შენობაში გამოკეტეს და ბრალდებად წაუყენეს ძალადობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად, ასევე კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობა.


შემდგომ ეპისკოპოსი მანაგუას რეზიდენციაში, შიდა პატიმრობაში გადაიყვანეს. ახლა კი იგი 26 წლით, მკაცრი მეთვალყურეობის იზოლატორში გაუშვეს.


ამავე თემაზე:



წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page